10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია ანიმე ამერიკულ მულტფილმებს

10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია ანიმე ამერიკულ მულტფილმებს

თელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ამერიკული ანიმაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ამ მულტფილმებზე არაერთი თაობა გაიზარდა, თუმცა, მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ დროა იაპონური ანიმეს უპირატესობები ვაღიაროთ!
მაშ ასე, წარმოგიდგენთ მათ მიერ ჩამოთვლილ 10 მიზეზს იმის დასადასტურებლად, თუ რატომ ჯობია ანიმე ამერიკულ მულტფილმებს:

1. პერსონაჟები


ანიმეს პერსონაჟები ძალიან რეალურები არიან და მათთან საერთოს აუცილებლად იპოვით – მათ ისევე სწყინთ, უხარიათ და ტკივათ, როგორც ჩვენ, ნამდვილ ადამიანებს!

2. ემოციური კავშირი


შეუძლებელია მაყურებელს ანიმეს პერსონაჟების მიმართ ემოციური კავშირი არ გაუჩნდეს – ჩვენ მათთან ერთად განვიცდით და ვნერვიულობთ მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრებათ.

3. ისტორიები


ანიმეს სიუჟეტებში გაცილებით მეტი სიღრმეა და ხშირად ეს ჟანრი ძალიან სერიოზულ თემებსაც კი მოიცავს. მაყურებელი თვალს ადევნებს პერსონაჟების განვითარებას და იმას, თუ როგორ იცვლებიან ისინი თავიანთი გამოცდილების მიხედვით.

4. ანიმაცია

შესაძლოა, ანიმეს ჰოლივუდზე გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდეს, თუმცა, ამ პირობებშიც კი, ნახატები გაცილებით რეალისტურად გამოიყურება.

5. ქალი პერსონაჟები


მართალია, ბოლო პერიოდში ძლიერ ქალ პერსონაჟებს ამერიკულ ანიმაციაშიც ვხვდებით, თუმცა ანიმე ოდითგანვე მათ შესახებ გვიამბობდა და გვაცნობდა დამოუკიდებელ და მამაც გოგონებს!

6. ბრძოლის სცენები


შესაძლოა, ანიმეში შეტაკებები მეტად ძალადობრივი იყოს, თუმცა ისინი ნამდვილად არაჩვეულებრივადაა შესრულებული და ამ ჟანრს განსაკუთრებულობას სძენს!

7. სიყვარულის ისტორიები

მათი სიყვარულის ისტორიები ყოველთვის გამორჩეულია. შეუძლებელია, ცრემლი არ მოგერიოთ და ანიმე წყვილების განსაკუთრებული გულშემატკივარი არ გახდეთ!

8. მუსიკალური გაფორმება

ანიმეს საუნდტრეკები ყოველთვის დიდი პროფესიონალიზმითაა შერჩეული და მაშინაც კი, როდესაც იაპონური ენა არ გვესმის, ეს მელოდიები თავში თავისდაუნებურად გვებეჭდება!

9. უარყოფითი პერსონაჟები

ამერიკულ ანიმაციებში ანტაგონისტები ძირითადად სუსტ და გაბოროტებულ არსებებად არიან გამოყვანილები, რაც არარეალისტურია. ანიმეს უარყოფითი პერსონაჟები კი ძალიან კომპლექსურები, ძლიერები და საინტერესოები არიან.

10. ხარისხიანი იუმორი


ანიმეში თითქმის ვერ შეხვდებით ისეთ იაფასიან იუმორს, როგორსაც ჰოლივუდის ნაწარმში ძალიან ხშირად გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური კულტურა ჩვენგან ძალიან განსხვავდება, მათი ხუმრობები გაცილებით ხარისხიანი და სასაცილოა!



დაამატე კომენტარი