რატომ არის ანიმე არასაბავშვო ჟანრი

რატომ არის ანიმე არასაბავშვო ჟანრი

ასავლურ კულტურაში არსებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვთაც ანიმაციური ფილმები მხოლოდ ბავშვებისთვისაა, ანიმაციის იაპონურ ჟანრს, ანიმეს, კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ. ანიმეებში ხშირად გვხვდება თემები, რომლებსაც მხოლოდ ზრდასრული თუ მიხვდება. თავად ანიმეც რამდენიმე მსხვილ ქვეჟანრად იყოფა და თითოეულს მსოფლიოს მასშტაბით თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. არსებობს როგორც საბავშვო და თინეიჯერულ ასაკობრივ ჯგუფზე, ისე ზრდასრულებზე გათვლილი ანიმეც. მოკლედ, არჩევანი საოცრად მრავალფეროვანია.
დღევანდელ სტატიაში სწორედ იმის დამტკიცებას ვეცდებით, რომ ანიმე უნივერსალური, ყველა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი ჟანრია.

ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ვულგარული მომენტები


ძირითადად მცირე ასაკის აუდიტორიაზე გათვლილ ფილმებში კარგად შეფუთულ, სექსუალური ხასიათის ხუმრობებს აღმოაჩენთ. ანიმეში (თუ ის ცალსახად უფროსი აუდიტორიისთვის არაა) სექსს არ აჩვენებენ, თუმცა გარკვეული ალუზიები დეტალებში მაინც შეგვიძლია დავიჭიროთ, მაგალითად, კბილების გამოხეხვაში, თინეიჯერ შეყვარებულებში, რომელთა შორის ეროტიკა თითქოს კადრს მიღმა რჩება და მხოლოდ დამუხტული სიტუაცია იგრძნობა.

ანიმეს პერსონაჟები წინააღმდეგობრივი და კომპლექსური მორალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევიან


ანიმე გმირების მორალზე საუბრისას ძნელია არ გაგახსენდეს სიკვდილის დღიური, ამბავი დღიურისა, რომელში მოხვედრილი სახელის მქონე ადამიანი სიკვდილის მსხვერპლი გახდება. მისი მპოვნელი გადაწყვეტს, დღიური დამნაშავეების დასახოცად და საზოგადოების უკეთესად ქცევისთვის გამოიყენოს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის მორალურ ორიენტაციას იცვლის და მაყურებელს უჩნდება მთავარი კითხვა: აქვს კი რომელიმე ადამიანს, გადაწყვიტოს, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს?
მძიმე და სერიოზული მორალური თემები ანიმეს ჟანრისთვის განუყოფელია, რაც, დაგვეთანხმებით, საბავშვო ნამდვილად არაა.

ანიმეს შინაარსი ხშირად ეფუძნება გმირის სევდას და დანაკარგს


სიკვდილი ყველაზე რთული კონცეპტია, რაზეც ადამიანმა შეიძლება იფიქროს. ადამიანებს ნებისმიერ ასაკში უჭირთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ თვითონ და მათი საყვარელი ადამიანები შეიძლება ოდესმე მოკვდნენ. ამის გაცნობიერება მით უმეტეს ძნელია ბავშვისთვის.
ანიმე არ ერიდება გარდაცვალებისა და მისგან გამოწვეული სევდის ჩვენებას. ხშირია ანიმე გმირები, რომელთაც მშობლები დაკარგეს და ამის გამო მათ ცხოვრებას დიდი ზიანი მიადგა.

ანიმეში თავს არ არიდებენ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს


მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის პრობლემებს, ანიმაციურ ფილმებში ამ საკითხთან დიდ სიფრთხილეს იჩენენ, მაგრამ არა ანიმეში. მასში ხშირად შევხდებით დედის ავადმყოფობით ტრავმირებულ პერსონაჟს, დეპრესიით და შიშებით გატანჯულ ადამიანებს და ა.შ.

ანიმე გვიჩვენებს შურისძიების სასტიკ ძალას


შურისძიების თემა ანიმეში ძალზე პოპულარულია, ეს კი ბავშვებისთვის არცთუ კომფორტული თემაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სიუჟეტი სისხლისღვრას მოითხოვს (რაც ანიმესთვის უცხო არაა). უფრო დახვეწილი სიუჟეტის მქონე ფილმებში მაყურებლის წინაშე ისმევა კითხვა: ღირს თუ არა შურისძიებაში ამხელა ფასის გადახდა?
ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი სკარის ისტორიაა ალქიმიკოსების საძმოდან. იგი გენოციდის დროს შეტაკებიდან გადარჩენილი რამდენიმე ადამიანიდან ერთ-ერთია და შურისძიება სწყურია ალქიმიკოსების ჯგუფზე, რომლებიც ადამიანების დაღუპვაზე აგებენ პასუხს. შურისძიებით სავსე პერსონაჟის ნახვისას მაყურებელს უამრავი კითხვა უჩნდება: მოიტანს რაიმე სასიკეთოს შურისძიება? თუ უბრალოდ ახალ პრობლემებს შექმნის, ძველებს კი გაამწვავებს? შესაძლებელია ისეთი საშინელებების პატიება, როგორიც გენოციდია? თუ კი, როგორ? თუ არა – მაშ, როგორ უნდა ვიძიოთ შური? დაგვეთანხმებით, ბავშვის გონებისთვის ეს პრობლემური კითხვები ძნელი გადასახარშია.

ანიმეს პერსონაჟები სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და იღებენ ნარკოტიკს


დალევა და ნარკოტიკი ის თემებია, რომლებიც საბავშვო ფილმებში ნამდვილად არ შეგხვდებათ. დასავლურ ანიმაციებში ფილმებს, რომლებშიც ალკოჰოლურ სასმელს ან ნარკოტიკს მოიხმარენ, საბავშვო კატეგორია არ აქვს მინიჭებული. ანიმე კი ამ თემას არ ერიდება. მაგალითად, კოვბოი ბიბოპის ერთ-ერთ ეპიზოდში ყველა ბოლდება; ფილმში – ლეგენდარული მოთამაშე ტეცუია (Legendary Gambler Tetsuya) – ჰეროინდამოკიდებულ პერსონაჟი გვხვდება; ალკოჰოლის გამოყენება კი საკმაოდ გავრცელებულია (ნარუტო, Yuri!!! On Ice და სხვა).

საბავშვო ანიმეშიც კი გვხვდება მძაფრი და ძალადობრივი თემები


ვისაც Yu-Gi-Oh!-ის ორიგინალური ვერსია უნახავს, ეცოდინება, რა მკაცრი ცენზურა აქვს მას გავლილი. იაპონურ ვერსიაში სიუჟეტი გაცილებით მძიმეა: გვხვდება ისეთი თემები, როგორიცაა ბავშვების მიმართ ძალადობრივი ქცევა, 12 წლის ბავშვის მკვლელობის მცდელობა და სხვა. ძალადობრივი მომენტები პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ ანიმეებშიც გვხვდება, ამიტომ წინასწარ ყურადღებითაა გადასახედი.

პერსონაჟები ხშირად რეალურად არსებული სიძნელეების, მაგალითად, ომის წინაშე დგანან


ომი იმდენად მძიმე თემაა, მულტფილმებში მის ჩვენებას უმეტესად თავს არიდებენ. ანიმეში ამ საკითხსაც სხვაგვარად უყურებენ. ერთ-ერთი მაგალითია სტუდია Ghibli-ს ციცინათელების სასაფლაო – ძალზე სევდიანი ფილმი, რომელსაც ქვის გულის მქონე ადამიანის აცრემლებაც კი შეუძლია. სიუჟეტი მოგვითხრობს და-ძმაზე, რომლებიც დაბომბვის ქარცეცხლში გახვეულ ტოკიოში სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ამ ბავშვების ისტორია დიდად არ განსხვავდება რეალური ბავშვებისგან, რომელთა სახლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
ომის თემას ეხება ანიმეები: Code Geassტიტანებთან შერკინებაKingdom და სხვ.

ხშირად გვხვდება პერსონაჟები ზრდასრულთა პრობლემებით


უმაღლესი სკოლა და თინეიჯერების პრობლემები ანიმეს საყვარელი თემაა. ასეთ ფილმებში თინეიჯერული ასაკის პერსონაჟები ხშირად დგანან პუბერტატის ასაკისა და ზრდასრული ცხოვრების თანმდევი პრობლემების წინაშე.

ხშირად წარმოჩენილია ფულისა და ფინანსების ძალა


ფინანსურ საკითხებზე ფიქრი “დიდური სამყაროს” ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. გავლენა, სიმდიდრე, გადასახადები… ფულთან დაკავშირებული საკითხები ბავშვებისთვის რთული გასაგებია. ანიმეში, სახელად ერთხელ ტოკიოში, უსახლკარო ადამიანები ნაგავში ქექვისას იპოვიან ბავშვს, მოკალი ან მოგკლავენმანკანშოკუს ოჯახის ფინანსურ დაცემაზე გვიამბობს და სხვ. ასეთი ანიმეები გაცილებით რთულად აღსაქმელია მცირე ასაკის მაყურებლისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ანიმაციური ფილმი.



დაამატე კომენტარი